Friday, July 18, 2008

აი, ჩემი სიხარულით ალეწილი შუბლი!

ვარდისფერი ოცნება კიდევ მოგეჩვენება
თაფლისფერი თვალებით...
გამოჩნდება კოცნებად -
(მწვანე სიხარხარეთი)
ყველაფერი მორჩება!
შეუხსნელი კარები,
აივსება ხარებით,
ლუკასი და მათესი...
უმღერებენ თარებით -
(სიკვდილს შენისთანები)
ყველაფერი ხორცდება!
წარსულს ვეღარ აიტან...
ჩამორეცხავს გობელენს სისხლის ნაკადულები,
გახსენდება გოგენის კომშის ქალბატონები,
ყვითლად დაკაწრულები!
საით, საით გაფრინდა -
ცეროდენა ოცნება,
(აუუუ, როგორ მეტკინა)
არაფერი თოლიგე -
ყველაფერი ხორცდება!
ყველაფერი მორჩება!

ნინიკოს

....
ნინიკოს
ჩამრჩება,
ბაცი ძაფები ღაწვთან,
სინათლის ზოლი - მკრთალი თითების,
ღიმილის ტკბილი წვეთებით დამთვრალს,
ჩავიწვები....
და ისევ ვინთები...
გაქრება,
ვისაც ვეძებდი სანთლით,
უჩინარ ხილვებს ლეკვივით დავდევ,
თვალებში მტვერი მეყრება ნაცრის,
ჩავიწვები...
და ისევე მანთებ...
დაგელოდება,
გული კრიალა,
ხელისგულებზე ცეკვავს ნიმფები,
სალოცავი ხარ, ხატი კი არა,
ჩავიწვები...
და ისევ ვინთები.

ანიმ გამახსენა

...
ანიმ გამახსენა.

ჩილეა და რას გაუგებ -
ვერც ვერაფერს!
ოკეანე - ტანზე არც რა აცვიათ...
ლამბადას თუ შეუკვეთავ - ,,ბოდიალეს,,
უკან რომ დაგას - ესეიგი კაცია!

რხევას ხედავ,
პარალელურ ხაზებს ხედავ,
აქ, დანდობას დამარცხების ფასი აქვს,
დაგეცემა ძუძუები თავზე მეხად,
ბიჭი ხარ და დაარღვიე გრაცია!

აქა-იქა შოკოლადის თეთრი ფილა,
ოკეანე - მზემ გაცურა ტალღებზე,
სხვაგან თითქოს საწამლავის კბოდე არის,
გიჟდებიან შავი ყავის ნაღებზე!

გამახსენდა -
დაისი და ოროველა,
ქუდიც გვერდზე დამიხურავს, მაცვია,
ჩილეა და ოკეანე - გაიხარე,
დაიჯერე - მამრი აქაც კაცია!

მგრამ...
მაგრამ თუკი ჰკითხავ
ჩილელ ქალებს -
კაცებს ჩვენსას ვერ დასტყუებ ,,ლამბადას,,,
ვიცნობთ, ვიცნობთ,
სტალინელთა წითელ მხარეს,
ეროსმა და ეროტმა რომ დაგბადათ!

გამეცინა,
(ვერ გაუძლებს კაცი ამდენს)
ბარმენს შუბლში ,,ასიანი,, ვტკიცე და
გავემართე, ღმერთმა უწყის მერამდენედ -
,,აჭარული,, ცეკვის დასამტკიცებლად!

გენატრება ბოშები?

...
(გენატრება ბოშები?)

ესც ასე... -
ჩაიფერთხა კაბის კალთა,
ჩაიკუჭა ფული შალის ჩულქებში,
ერთმანეთში ურევს ქვეყნის ტყუილ-მართალს,
დაუბედა გოგოს -
წასვლა თურქეთში...

ბოშაა და არ ანაღვლებს
სხვსი განცდა...
ლამაზია, მოხატული ტუჩებით,
ვიღიმები, მიხარია -
თუკი გამცდა...
ვბობოქრობ და მაინც
ვერ ვეურჩები!

გადაშალა ხელის გული დახაზული,
ჩურჩულებს და თვალებს წკურავს მალულად,
შემინგრია გულის კარი დარაზული,
შეგიყვარებს! -
დამამშვიდა ქალურად...

ბოშაა და გაიქნია კაბის კალთა,
სიზმარივით გაიქროლა ქუჩაში...
იმედი კი - პაწაწინა სულის ლამფა,
ჩამიტოვა გაფითრებულს, მუჭაში…