Showing posts with label ანიმ გამახსენა. Show all posts
Showing posts with label ანიმ გამახსენა. Show all posts

Friday, July 18, 2008

ანიმ გამახსენა

...
ანიმ გამახსენა.

ჩილეა და რას გაუგებ -
ვერც ვერაფერს!
ოკეანე - ტანზე არც რა აცვიათ...
ლამბადას თუ შეუკვეთავ - ,,ბოდიალეს,,
უკან რომ დაგას - ესეიგი კაცია!

რხევას ხედავ,
პარალელურ ხაზებს ხედავ,
აქ, დანდობას დამარცხების ფასი აქვს,
დაგეცემა ძუძუები თავზე მეხად,
ბიჭი ხარ და დაარღვიე გრაცია!

აქა-იქა შოკოლადის თეთრი ფილა,
ოკეანე - მზემ გაცურა ტალღებზე,
სხვაგან თითქოს საწამლავის კბოდე არის,
გიჟდებიან შავი ყავის ნაღებზე!

გამახსენდა -
დაისი და ოროველა,
ქუდიც გვერდზე დამიხურავს, მაცვია,
ჩილეა და ოკეანე - გაიხარე,
დაიჯერე - მამრი აქაც კაცია!

მგრამ...
მაგრამ თუკი ჰკითხავ
ჩილელ ქალებს -
კაცებს ჩვენსას ვერ დასტყუებ ,,ლამბადას,,,
ვიცნობთ, ვიცნობთ,
სტალინელთა წითელ მხარეს,
ეროსმა და ეროტმა რომ დაგბადათ!

გამეცინა,
(ვერ გაუძლებს კაცი ამდენს)
ბარმენს შუბლში ,,ასიანი,, ვტკიცე და
გავემართე, ღმერთმა უწყის მერამდენედ -
,,აჭარული,, ცეკვის დასამტკიცებლად!