ვარდისფერი ოცნება კიდევ მოგეჩვენება
თაფლისფერი თვალებით...
გამოჩნდება კოცნებად -
(მწვანე სიხარხარეთი)
ყველაფერი მორჩება!
შეუხსნელი კარები,
აივსება ხარებით,
ლუკასი და მათესი...
უმღერებენ თარებით -
(სიკვდილს შენისთანები)
ყველაფერი ხორცდება!
წარსულს ვეღარ აიტან...
ჩამორეცხავს გობელენს სისხლის ნაკადულები,
გახსენდება გოგენის კომშის ქალბატონები,
ყვითლად დაკაწრულები!
საით, საით გაფრინდა -
ცეროდენა ოცნება,
(აუუუ, როგორ მეტკინა)
არაფერი თოლიგე -
ყველაფერი ხორცდება!
ყველაფერი მორჩება!
Showing posts with label ჩემი სიხარულით ალეწილი შუბლი. Show all posts
Showing posts with label ჩემი სიხარულით ალეწილი შუბლი. Show all posts
Friday, July 18, 2008
Subscribe to:
Posts (Atom)
