Friday, July 18, 2008

ნინიკოს

....
ნინიკოს
ჩამრჩება,
ბაცი ძაფები ღაწვთან,
სინათლის ზოლი - მკრთალი თითების,
ღიმილის ტკბილი წვეთებით დამთვრალს,
ჩავიწვები....
და ისევ ვინთები...
გაქრება,
ვისაც ვეძებდი სანთლით,
უჩინარ ხილვებს ლეკვივით დავდევ,
თვალებში მტვერი მეყრება ნაცრის,
ჩავიწვები...
და ისევე მანთებ...
დაგელოდება,
გული კრიალა,
ხელისგულებზე ცეკვავს ნიმფები,
სალოცავი ხარ, ხატი კი არა,
ჩავიწვები...
და ისევ ვინთები.

No comments: