Friday, July 18, 2008

გენატრება ბოშები?

...
(გენატრება ბოშები?)

ესც ასე... -
ჩაიფერთხა კაბის კალთა,
ჩაიკუჭა ფული შალის ჩულქებში,
ერთმანეთში ურევს ქვეყნის ტყუილ-მართალს,
დაუბედა გოგოს -
წასვლა თურქეთში...

ბოშაა და არ ანაღვლებს
სხვსი განცდა...
ლამაზია, მოხატული ტუჩებით,
ვიღიმები, მიხარია -
თუკი გამცდა...
ვბობოქრობ და მაინც
ვერ ვეურჩები!

გადაშალა ხელის გული დახაზული,
ჩურჩულებს და თვალებს წკურავს მალულად,
შემინგრია გულის კარი დარაზული,
შეგიყვარებს! -
დამამშვიდა ქალურად...

ბოშაა და გაიქნია კაბის კალთა,
სიზმარივით გაიქროლა ქუჩაში...
იმედი კი - პაწაწინა სულის ლამფა,
ჩამიტოვა გაფითრებულს, მუჭაში…

1 comment:

Mimos said...

გია გეგიას გაუმარჯოს!

გვენატრება, როგორ არ გვენატრება ბოშები! :)